მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით, იმერეთში თაფლის წარმოება ფართოვდება

5f4c9fa720908
ინგა მურუსიძე
31.08.20 10:45
1024
გიორგაძეების საოჯახო მეურნეობა, რომელიც ვანის რაიონში რამდენიმე სოფელში მდებარეობს, 300 სკას მოიცავს. როგორც bm.ge-ს „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, მეფუტკრემ წელს შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თიბისის მხარდაჭერით თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარები შეიძინა.

„დანადგარების განახლება წარმოების გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესაბაში დაგვეხმარება. თაფლის ხარისხის შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბიოწარმოებას, არამედ იმ სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებისათვის ვიყენებთ,“ - ამბობს მეფუტკრე თენგიზ გიორგაძე.

მისივე თქმით, საქართველოში თაფლს განსაკუთრებული ხარისხი, უნიკალური არომატი და გემო აქვს, რაც მის წარმოებას ძალიან პერსპექტიულს და ხელსაყრელს ხდის. როგორც მეფუტრკე ამბობს, თაფლის წარმოება თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული, ბოლო პერიოდში მეფუტკრეობას სულ უფრო მეტი ფერმერი მისდევს იმერეთის მხარეში.

ინფორმაციისთვის, გიორგაძეების საოჯახო მეურნეობას წლევანდელი მოსავალი უკვე მიღებული აქვს, 5 ტონა ე.წ. მაისის თაფლი და 4 ტონა წაბლის თაფლი. რეალიზაციას ძირითადად საბითუმოდ ახდენენ, მცირე რაოდენობით საცალო გაყიდვებითაც, მომავალის გეგმებში კი, საკუთარი ეტიკეტირებით თაფლის ჩამოსხმა შედის.