მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის მხარდაჭერით, ყაზბეგში ახალი სასტუმრო გაიხსნება

5f4f495de9f1b
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.20 11:41
818
ყაზბეგის რაიონში, დაბა სტეფანწმინდაში პანდემიის პერიოდის მიუხედავად, ვახტანგ და შალვა ქირიკაშვილებს თიბისის მხარდაჭერით ახალი სასტუმროს მშენებლობა წამოიწყეს. ამის შესახებ BM.GE-ის „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ვახტანგ და შალვა ქირიკაშვილებს სასტუმროს მშენებლობა არ შეუჩერებიათ. მათ თიბისის მხარდაჭერით უკვე არსებული გესტ ჰაუსის გაფართოვება გადაწყვიტეს, რომელიც ამჟამად მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

„სასტუმროს გახსნას ოქტომბერში ვგეგმავთ, გვინდა, რომ ზამთრის სეზონს მომზადებული შევხვდეთ. გათვლას ძირითადად უცხოელ ტურისტებზე ვაკეთებთ. დაახლოებით 30 სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომლებსაც სრულ მომსახურეობას ვთავაზობთ, მათ შორის, ძალიან მოთხოვნად საცხენოსნო თუ საავტომობილო ტურებს ყაზბეგში,“ - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი შალვა ქირიკაშვილი, რომელიც მამასთან ერთად უკვე 15 წელია სტეფანწმინდაში სასტუმრო ბიზნესს უძღვება.

სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანი და ვერანდა, სადაც მუდმივად 10-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო სტეფანწმინდის ერთერთ უძველეს დასახლებაში მდებარეობს. სასტუმროს ეზოში დამსვენებლებს ყაზბეგში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ჩოფიკაშვილების საგვარეულო ციხის ნახვაც შეეძლებათ.
NS