26.აპრილი .2020 15:07

თიბისის პარტნიორები უზბეკეთის ბაზარზე IFC და EBRD იქნებიან

views 314
უკან

თიბისის პარტნიორები უზბეკეთის ბაზარზე IFC(საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია) და EBRD(ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) იქნებიან. ამის შესახებ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გადაცემა “Forbes კვირაში” განაცხადა.

“ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ახალ ბაზარზე შევსულიყავით პარტნიორებთან ერთად და ჩვენი პარტნიორები იქნებიან IFC და EBRD. მათ პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და წლის ბოლომდე ჩვენთან ერთად დაიწყებენ ოპერირებას უზბეკეთის ბაზარზე. ისინი მიიღებენ კაპიტალში მონაწილეობას, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ისინი მზად არიან, რომ საკრედიტო ხაზები გამოგვიყონ უზბეკეთისთვის, განსაკუთრებით მიცრე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის”,-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ TBC-მ უზბეკეთში ოპერირების ლიცენზია ახლახანს მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა