თიბისის მიერ თანამშრომლებისთვის წამოწყებული პროექტის - „სტარტაპ დეკრეტის“ მეორე ტალღის გამარჯვებული გუნდი „იდეა კურსი“ გახდა. როგორც bm.ge-ის თიბისიდან აცნობეს, ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში გასული 5 გუნდიდან საუკეთესო სტარტაპ-იდეის ავტორები თიბისელები - მარიამ აბულაძე, მარიშა გოგოლაური და მარიამ ცანავა გახდნენ.
„იდეა კურსის“ სტარტაპ იდეა ისეთი ონლაინ პლატფორმის შექმნაა, რომელიც განათლების მიღების/თვითგანვითარების მსურველ ადამიანებს მასწავლებლებთან და კურსების შემქმნელებთან დააკავშირებს.
„სტარტაპ დეკრეტის“ პროექტში გამარჯვებულ თიბისელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთის ხელსაყრელ დროს ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. გარდა ამისა, ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.
„განათლების მიღების მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა სხვადასხვა კურსისა თუ კლასის რაოდენობა. უკვე დიდი არჩევანია პროგრამირების, მარკეტინგის, ჩინურის შემსწავლელი თუ სხვა კურსების მიმართულებით, რაც რამდენიმე წლის წინ იშვიათობა იყო. თუმცა, არ არსებობს ერთიანი სისტემა, სადაც დაინტერესებული პირი ყველა არსებულ შეთავაზებას, ხოლო კურსის ავტორი საკუთარ თავს დაინტერესებულ პირებს გააცნობს. „იდეაკურსი“ სწორედ ის საერთო პლატფორმაა, რომელიც მოსახერხებელი იქნება მომხმარებლისთვის, მისთვის საინტერესო კურსის მოსაძიებლად, ლოკაციის, ფასის, შეფასების შესადრებლად/შესარჩევად, ხოლო კურსების ავტორებისთვის - ახალი შესაძლებლობაა, მისწვდნენ დიდ აუდიტორიას და თავი აარიდონ ყველა ტექნიკურ დეტალს, რაც კურსის ცნობადობის გაზრდას სჭირდება“, - ამბობს „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებული მარიამ აბულაძე.
„სტარტაპ დეკრეტი“, რომელიც თიბისიმ ორი წლის წინ წამოიწყო, ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა, როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად.
პროექტში წელს მონაწილეობა 14-მა თიბისელმა მიიღო. მათ საკუთარ ბიზნესიდეები სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ საუკეთესო იდეების ავტორები გამოავლინა. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა ტექნოლოგიური/ინოვაციური უნდა ყოფილიყო.
„სტარტაპ დეკრეტის“ რამდენიმე გამარჯვებულმა კუთვნილი დეკრეტით უკვე ისარგებლა და დრო საკუთარი ბიზნესისიდეის განვითარებას და მის რეალობად ქცევას მოახმარა. პროექტი გრძელდება, მომდევნო გამარჯვებულებს თიბისი ისევ სექტემბერში გამოავლენს.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას