თიბისის პროგნოზით, ქვეყანაში წლიური ინფლაცია 10%-ზე დაბალი იქნება. ამის შესახებ თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ინფლაცია, როგორც გამოწვევა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია. ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია შემცირდება რეფინანსირების განაკვეთიც შემცირდება, ეს კი ლარში საპროცენტო განაკვეთის დაწევას გამოიწვევს.
„კარგი რაც შეიძლება ითქვას, ბოლო თვის ინფლაცია 13%-ს ჩამოცდა. „თიბისის“ მოლოდინით, ინფლაცია წლის ბოლომდე 10%-ს უნდა ჩამოცდეს. ეს ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ რეფინანსირების განაკვეთს ბოლო 12-18 თვის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ლოგიკურია ის, რომ როგორც კი ინფლაციის ტრენდი შემცირებისკენ შეიცვლება, მომავალი 12-18 თვის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთიც შემცირდება. ეს ირიბად ზეგავლენას მოახდენს ლარში საპროცენტო განაკვეთზე და ის შემცირდება“, - განმარტა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, ივნისის მდგომარეობით წლიური ინფლაციის დონე ქვეყანაში 12.8%-ია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო