მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებია

603c9a49c0bdc
შოთა ტყეშელაშვილი
01.03.21 11:43
3206
ნიკოლოზ ენუქიძემ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა; მან ასევე დატოვა “თიბისი ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიც - ამის შესახებ ინფორმაცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავად “თიბისი ბანკმა” გაავრცელა. ენუქიძე ამ პოსტს 2019 წლის აგვისტოდან იკავებდა.

ნიკოლოზ ენუქიძე განაგრძობს მოვალეობების შესრულებას, როგორც თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC PLC) სამეთვალყურეო საბჭოს არა-აღმასრულებელი დირექტორი და სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თუმცა ადასტურებს, რომ 2021 წლის წლიურ აქციონერთა კრებაზე აღარ წამოაყენებს თავის კანდიდატურას სამეთვალყურეო საბჭოზე დასამტკიცებლად. გაერთიანებული სამეფოს კორპორატიული მმართველობის კოდექსის შესაბამისად, თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო მის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ენუქიძეს აღარ მიიჩნევს დამოუკიდებელ წევრად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი, თავმჯდომარის გამოკლებით, დამოუკიდებელი არა-აღმასრულებელი დირექტორები არიან გაერთიანებული სამეფოს კორპორატიული მმართველობის კოდექსის შესაბამისად.

განცხადების თანახმად, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს და თიბისი ჯგუფის დირექტორთა საბჭოს ახალი თავმჯდომარე გახდა არნე ბერგრენი, რომელიც ამ საბჭოების წევრი 2019 წლიდანაა.

“არნე ბერგრენი ასევე არის კვიპროსის ბანკისა და პირეუსის ბანკის საბჭოს წევრი. მანამდე ის იყო აქტივების მართვის თურქული კომპანიის, LBT Varlik Yonetim-ის და სლოვენური ბანკის აქტივების მართვის კომპანიის, DUBT Ltd -ის საბჭოს წევრი. მას ასევე უმუშავია რამდენიმე წამყვან თანამდებობაზე ცნობილ საფინანსო ინსტიტუტებში, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, შვედეთის ბანკში, კარნეგის საინვესტიციო ბანკში შვედეთის ფინანსთა სამინისტროსა და ბანკების მხარდაჭერის სააგენტოში,” - ნათქვამია თიბისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ბიოგრაფიაში.