თიბისი ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აგრძელებენ ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას.
ამასთან დაკავშირებით, 13 იანვარს პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ბოუმენმა და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი მეგრელიშვილმა არსებული 58 მილიონ დოლარიანი ვაჭრობის დაფინანსების კონტრაქტის განახლებულ ვერსიას მოაწერეს ხელი.
რეგიონში პირველად, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ფაქტორინგის ლიმიტს ადგილობრივ ვალუტაში, რაც თიბისის საშუალებას აძლევს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ტრანზაქციების დაფინანსებას და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ადგილობრივ რესურსებზე ხელმისწვდომობის ზრდას.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, თბილისში და პირადად ვაფორმებ ამ ხელშეკრულებას ჩვენს მრავალწლიან პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტთან, თიბისი ბანკთან. ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობით, ხელს ვუწყობთ საშინაო და საგარეო ვაჭრობის გაფართოებას საქართველოში.” -ამბობს EBRD-ის ვიცე პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი.
„მოხარული ვარ, რომ თიბისისა და EBRD-ს შორის მორიგი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერა საშუალებას გვაძლევს გავიმყაროთ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით წამყვანი პოზიციები და განვაგრძოთ იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობებში ჩართული ბიზნესების ხელშეწყობამინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს მომავალში კიდევ მრავალი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება“. -აცხადებს გიორგი მეგრელიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
TFP მიზნად ისახავს საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობას EBRD-ის დაფარვის რეგიონებში. პროგრამა გვთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს ვაჭრობის გასაადვილებლად, მათ შორის, გარანტიებსა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ფულად ავანსებს რაც ხელს უწყობს არსებულ მეწარმეებს იმპორტისა და ექსპორტის ვაჭრობის გაზრდაში.
EBRD-მა დღეისათვის საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 280 პროექტის მეშვეობით, რომელთა 80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორშია. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები მოიცავს ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო