მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიში ახალი კონცეფციით მომხმარებელს ნებისმიერ საბანკო მომსახურებას ერთი თანამშრომელი გაუწევს

6037ac6cdd566
BM.GE
25.02.21 21:12
911
თიბისი ბანკმა თბილისში რიგით მეექვსე განახლებული ფილიალი გახსნა, რომელიც ახალი კონცეფციის ფარგლებში შეიქმნა. მომხმარებელს ნებისმიერ საბანკო მომსახურებას თიბისის ერთი თანამშრომელი გაუწევს. ახალ ფილიალში განთავსებულია საცალო, პერსონალური საბანკო და ბიზნეს მომსახურების სივრცეები, ასევე, ნებისმიერ სტუმარს საერთო სამუშაო სივრცის გამოყენება შეუძლია. თიბისი ბანკი საქართველოს მასშტაბით 2021 წელს მსგავსი კონცეფციის 21 ფილიალის გახსნას გეგმავს.

“კონცეფცია, გარდა ვიზუალური განახლებისა, ახალ ბიზნესმოდელს გულისხმობს, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის მომსახურების გამარტივებას ითვალისწინებს. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ დეტალურ კვლევებზეა დაფუძნებული.

ახალი მოდელი უნივერსალურ მომსახურებას გულისხმობს. ბანკში მრჩეველს დრო რჩება იმისათვის, რომ მომხმარებელთან მეტი დრო დახარჯოს და მას კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს.

ახალ ფილიალებში მომხმარებელი კონსულტაციისთვის შევა და იქ საჭირო სერვისზე წვდომას უმოკლეს დროში მიიღებს.” - განაცხადა “საქმიან დილაში” თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე თორნიკე გოგიჩაიშვილმა.