კომპანია „გროსვატმა“ თიბისის მხარდაჭერით მზის პანელებზე მომუშავე ელექტროსადგურები გამართა და კომპანიებისთვის და კერძო პირებისთვის სადგურის იჯარით გაცემა დაიწყო. მწვანე ენერგიის მიღებისა და გაცემის ახალ მეთოდზე კომპანიის დირექტორი, ირაკლი ნიორაძე გვესაუბრება:
„ვიდრე საკუთარი მზის ელექტროსადგურების აგებას დავიწყებდით, „გროსვატის“ საქმიანობა კომპანიებისთვის მზის პანელების დამონტაჟება იყო. მწვანე ენერგია მთელ მსოფლიოში სულ უფრო ტრენდული და მოთხოვნადი პროდუქტია, ამიტომ, ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვების პარალელურად, გადავწყვიტეთ, თავად აგვეშენებინა მზის ელექტროსადგური, რომლითაც საკუთარი საწარმოსთვის გამოვიმუშავებდით ენერგიას.
მხარდაჭერისთვის მივმართეთ თიბისის, რომლის დახმარებითაც, 2019 წელს, საკუთარი საწარმოს სახურავზე პირველი, სატესტო ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. ეს იყო 25 კილოვატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური, რომელიც ყოველწლიურად 35000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს. პროექტმა გაამართლა და გადავწყვიტეთ აგვეშენებინა სხვა, უფრო მასიური სადგურიც, რომლელსაც იჯარით შევთავაზებდით დიდ თუ მცირე კომპანიებს და ასევე ფიზიკურ პირებს.
2021 წელს, სოფელ უჯარმაში შევიძინეთ მიწა, რომელზეც გავმართეთ უკვე 300 კვტ-იანი, ანუ პირველთან შედარებით 12-ჯერ დიდი სადგური, პარალელურად კი მოვიზიდეთ კომპანიები, რომლებიც დაინტერესდნენ ერთი მხრივ, ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათიანი ენერგიით, მეორე მხრივ კი, წარმოებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის გამოყენებით.
ეკოლოგიურმა მიმართულებამ და 8%-იანმა დანაზოგმა ჩვენი მოდელი - შეღავათიანი ენერგიის მიწოდება - პოპულარული და მოთხოვნადი გახადა, ამიტომ 2023 წელს უკვე მესამე ელექტროსადგური დავამონტაჟეთ. თიბისის დახმარებით ამ მიმართულების კიდევ უფრო გაფართოებასაც ვგეგმავთ.
კომპანებსა და კერძო პირებს, რომლებიც ჩვენგან მზის ელექტროსადგურს იჯარით იღებენ, 2 მთავარი ბენეფიტი აქვთ:
1. მიიღონ რეალური შეღავათი ელქტროენერგიაზე, 8%-იანი დანაზოგით და 2. აქციონ საკუთარი ბიზნესი ეკობიზნესად, რითაც, ერთი მხრივ, გარემოს დაიცავენ, მეორე მხრივ კი საკუთარ კომპანიას გააპიარებენ“.
(რ)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი