მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიფოქსი“ - სამშენებლო მასალებისა და მსუბუქი ტექნიკის იმპორტიორი კომპანია (რ)

63e4dad9e9dd8
BM.GE
09.02.23 15:35
1673
კომპანია "თიფოქსი” აქტიურად ოპერირებს სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე. პრემიუმ ხარისხის ბრენდებით, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებითა და ინდუსტრიული ტექნიკის ფართო არჩევანით, ქმნის უწყვეტ და სტაბილურ მიწოდების ჯაჭვს B2B სექტორისთვის.

კომპანია იმპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახორციელებს. პროდუქციის დასახელებებს შორის სამშენებლო ტექნიკისა და მასალების საერთაშორისო ბრენდებია.

„თიფოქსი“ ისეთი მწარმოებლების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორიცაა შვეიცარიული თვითმჭრელების კომპანია SFS-ი, თურქული, ინდუსტრიული ტექნიკის მწარმოებელი ბრენდი OSCAR-ი და ასევე, გერმანული ინდუსტრიული ტექნიკის მწარმოებელი WEBER MT.
კომპანია დინამიურად მუშაობს მასშტაბებისა და ახალი მიმართულებების განვითარებაზე, რომლის ფარგლებშიც მოიპოვა OSCAR-ისა და WEBER MT-ის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი კავკასიის რეგიონში.

„ჩვენი მიზანია ვუპასუხოთ B2B სექტორის მოთხოვნებს და შევქმნათ ყველაზე სანდო და ხარისხთან ასოცირებული ბრენდი სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე",- აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი რამილ ასკეროვი.

„თიფოქსი“ ორიენტირებულია B2B კლიენტების საჭიროებებზე. კომპანია მათ კორპორატიულ ფასს, პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, ფასდაკლების სისტემასა და მათზე მორგებულ გადახდის მეთოდებს სთავაზობს.

„მიუხედავად გაჯერებული ბაზრისა, "თიფოქსს’’ გამოცდილება, ლოიალური და ემპათიური მიდგომა მომხმარებელთან, სწორი ფასწარმოქმნის სტრატეგია და საბაზრო პოლიტიკასთან ადაპტაციის უნარი აძლევს საშუალებას დაიმკვიდროს თავი, როგორც ყველაზე მოთხოვნადმა ბრენდმა სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის ბაზარზე“,-აცხადებს რამილ ასკეროვი.

„თიფოქსი“ მასშტაბებისა და კატეგორიების გაფართოებას განაგრძობს. კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, 2023 წლის გეგმებში პრიორიტეტული პოზიციები უჭირავს ინდუსტრიული ტექნიკის, სენდვიჩ პანელების, თვითმჭრელებისა და ინდუსტრიული კარის მიმართულებას.
(რ)