მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tik Tok აშშ-ის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესებით იმუქრება

5f2e79ed6bfd8
BM.GE
08.08.20 14:05
2076

Tik Tok აშშ-ის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმით იმუქრება. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრძანება გამოსცა, რომელიც აშშ-ში TikTok-ს და WeChat-ს კრძალავს, თუ კომპანიები ჩინური მფლობელების ხელში დარჩებიან. ამისთვის კი მათ 45-დღიანი ვადა მისცა. ტრამპს მიაჩნია, რომ ჩინური აპლიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, რადგან აპლიკაცია მომხმარებლების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს.

Tik Tok- ში აცხადებენ, რომ ისინი შოკირებული არიან პრეზიდენტის ბრძანებით, რომელსაც დამტკიცებამდე არანაირი სამართლებრივი პროცესები არ გაუვლია.  

"თითქმის ერთი წელია ვცდილობთ, აშშ-ის მტავრობასთან ვითანამშრომლოთ კეთილსინდისიერად და მოვძებნოთ კონსტრუქციური გამოსავალი იმ პრობლემებიდან, რომლებიც მათ ჩვენს წინაშე დააყენეს.თუმცა, ადმინისტრაციამ არ მიაქცია ყურადღება ფაქტებს",- აცხადებენ ტიკ-ტოკში.