მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე - "პიკს არ ველოდებით...შეზღუდვების შესახებ ხვალ განვაცხადებთ"

5fbe43090d236
ინგა მურუსიძე
25.11.20 15:41
1096
არ ველოდებით პიკს, ამიტომ იგეგმება გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებები - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

„პიკთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს. ჩვენი მიზანია არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ მისი დროული შეჩერება, რომ ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს, განაგრძოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.