04.სექტემბერი .2019 18:27

ტიკარაძე: ექიმების ფიქსირებული ანაზღაურების შემუშავება იგეგმება

views 7987
უკან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო ექიმებისთვის ფიქსირებული ანაზღაურების სისტემის შემუშავებას გეგმავს.

„ფასწარმოქმნაში ჩვენ რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს ექიმების სახელფასო მარჟებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მიდგომა კერძო სექტორთან მიმართებაში არის საკმაოდ რბილი, ასევე ვითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო და მეორე მხრივ, როგორც შრომის და ადამიანის უფლებების დაცვის სამინისტრო, ვალდებულები ვართ, განვსაზღვროთ თუ რა არის ღირსეული ანაზღაურება, იქნება ეს ექიმისთვის თუ ექთნისთვის.

შემდგომში რა თქმა უნდა, იგეგმება ექიმების გარკვეულწილად ფიქსირებული ანაზღაურების შემუშავება, რომელიც რა თქმა უნდა, კლინიკებს მხრიდან ბონუსური სისტემით იქნება სუბსიდირებული“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა