მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე: ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარად ახალი შენობა შევუძინეთ

5f3e2ec86a695
შოთა ტყეშელაშვილი
20.08.20 11:58
2065
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 40 მილიონ ლარად ახალი შენობა შეიძინა. 

"ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან და იმასთან დაკავშირებით თუ როგორ პირობებში მუშაობს ეს საავადამყოფო ჯანდაცვის სამინისტროს უკვე წლებია არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული. სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მას შევუძინეთ ჩვენ ახალი შენობა, რომელიც არის 40 მილიონის ღირებულების. ასევე მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში დაიწყოს რემონტი ახალ შენობაში, რათა მათ მიეცეთ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკისთვის არის აუცილებელი,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

BMG ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის შეძენის შესახებ დამატებით ინფორმაციას, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.