სილამაზის სალონებმა ბინაზე სალონური მომსახურების რეგულირების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს. როგორც bm.ge-ს „სალონების ფედერაციის“ ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ განუცხადა, აღნიშნული პრობლემის შესახებ მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უკვე ინფორმირებულია.
მისივე თქმით, „სალონების ფედერაცია“ რამდენიმე დღეში ანალოგიური თხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს და პირადად მინისტრ ნათია თურნავასაც მიმართავს.
“ბინაზე მისვლით სალონური მომსახურება რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს, სხვა შემთხვევაში მომხმარებლიც და ბიზნესიც რისკის ქვეშ დგას. აქაა ორი მიმართულების რისკი: ერთი ის, რომ სალონებს არაკონკურენტულ სიტუაციაში უწევთ მუშაობა და მეორე ის, რომ არავინ იცის, რა პროდუქციით ემსახურებიან მომხმარებელს და როგორ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს“, - აცხადებს შარაშენიძე.
მისივე თქმით, ბინაზე სალონური მომსახურება, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა, ხოლო სალონებში მომხმარებელთა რიცხვმა მკვეთრად იკლო.
“რომ გადახედოთ ფასებს, ბინაზე მისვლით და სალონებში მომსახურების ფასები მკვეთრად განსხვავებულია. მაგალითად, მანიკურის საშუალო ფასი სალონებში 15 ლარია, ისინი კი ბინაზე მისვლით ამას 5 ლარად აკეთებენ, შილაკს - 15 ლარად; გვინდა, ეს საკითხი სასწრაფოდ დარეგულირდეს“, - აცხადებს შარაშენიძე.
Bm.ge-ს კითხვაზე - რა მექანიზმებით შეიძლება ბინაზე სალონური მომსახურების გაკონტროლება, სალონების ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ პირველ რიგში, ჯარიმები უნდა დაწესდეს, მერე კი - აღრიცხვა დაიწყოს.
ბინაზე მისვლით სალონური მომსხურების რეგულირების ფარგლებში, შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ შეიქმნას კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით ასეთ მომსახურებას შესთავაზებენ, მაგრამ ფიქრობს, რომ მათი რეგისტრაცია საჭიროა.
“არ ვამბობთ, რომ სრულად აიკრძალოს ბინაზე სალონური მომსახურება. უბრალოდ, დაექვემდებაროს რეგულირებას და მომხმარებელმა იცოდეს, რომ ის პროდუქტი და ის იარაღები, რომელთანაც მას შემხებლობა უწევს, უსაფრთხოა” - აცხადებს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის