მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე ჯანდაცვის კომიტეტზე არ მოდის, რადგან არაკომპეტენტურია - კობერიძე

5ef2fc281baef
ინგა მურუსიძე
24.06.20 11:12
803
ვინანე პარლამენტის თბილისში გადმოტანა, იქ რომ ვიყოთ, იქნებ გზად მაინც შემოევლო ჯანდაცვის მინისტრს, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას. 

თამარ გაბუნიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მარეგულირებელ სააგენტოს უფლებამოსილებებს უზრდის. კობერიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს კატა-თაგვობანა ითამაშოს კლინიკებთან.

"მაინტერესებს, საით მიგყავთ დარგი? ბევრი ასეთი და სხვა მსგავსი შეკითხვა გვაქვს მინისტრთან, რომელიც ტურნეს გეგმავს თურმე იმისთვის, რომ ხალხს მოუყვეს, როგორ კარგად მუშაობს სამინისტრო. აქ ნამდვილად ვინანე, რომ პარლამენტი ქუთაისიდან გადმოვიტანეთ, იქნებ გზად მაინც შემოევლო, იქ რომ ვყოფილიყავით. იქნებ რობოტი გამოგვიგზავნოს თავისი ტექსტებით და ისე გვესაუბროს, სად არის მინისტრი? - რეგლამენტს რომ არღვევს, ეს მეორე საკითხია. იმის მაგივრად, რომ როგორც წერილში ჩაწერა, მოსულიყო პარლამენტში ივნისის ბოლოს, დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს მასშტაბით. კითხვები გვაქვს მასთან.

კანონპროექტი, რომელიც შემოიტანეთ, ეხება იმას, თუ საით მიდის დარგი. რატომ არ მოდის მინისტრი პარლამენტში? თქვენ გინდათ, რომ სოციალისტური ყაიდის სისტემაზე გადაიტანოთ მთელი ჯანდაცვის სისტემა? რა პრობლემა ჰქონდა აქამდე მარეგულირებელს? ყველა უფლება აქვს. რამ გამოიწვია ეს ცვლილება? სტატისტიკა როგორია? რამდენჯერ მიმართეთ სასამართლოს? რომელია კლინიკები, რომელმაც რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, პაციენტთან მიმართებაში რა შედეგები დადგა და ა.შ. მინისტრი პარლამენტში არ მოდის, იმიტომ, რომ არაკომპეტენტურია და კითხვებზე პასუხები არ აქვს", - მიმართა კობერიძემ თამარ გაბუნიას.

კობერიძის თქმით, კანონპროექტი მიუღებელია, რადგან ზრდის კორუფციის რისკებს და ცდილობს კლინიკებზე "ზეწოლის ბერკეტი შეიძინოს".