მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე კორონავირუსის გავრცელების რისკზე: "პირად კონტროლზე მყავს აყვანილი პროცესი"

5e564be778d59
თელარა გელანტია
26.02.20 14:37
1599
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების რისკი მომატებულია, მაგრამ მთავრობას ყველა ღონისძიება გატარებული გვაქვს, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

„პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ჩვენ ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. გვაქვს აბსოლიტურად სრული ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზეც და ასევე, იმ პირებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ღონისძიება უკვე გატარებული გვაქვს, რაც ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენ უკვე შემოვიღეთ დამატებითი რეგულაციები, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გამკაცრდება სასაზღვრო ზონის დაცვა. მზად ვართ ამისთვისაც. ჩვენ არ ვართ მომხრე, საქართველოში შემოსვლა სრულიად ავკრძალოთ, ვინაიდან გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი და შემდეგ შემოსულ მოქალქეებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, მოვათავსოთ ისინი ან სტაციონარში ან კარანტინში“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა, ამ ეტაპზე იტალიასთან მიმართებაში დამატებით რეგულაციებს არ გეგმავს.

„ჩვენი საელჩო მუშაობს ამ მიმართულებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იტალიელი მგზავრი, როგორც ევროკავშირის მოქალაქე მოწმდება როგორც ადგილზე იტალიაში, ასევე მოწმდებიან ჩვენს საზღვარზეც სპეციალისტების მიერ. საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ.
ჩინეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან საქართველოში საუკეთესო პირობებში. საჩხერის სასტუმრო კომპლექსთან ახლოს მდებარეობს კლინიკა, რომელსაც გააჩნია იმის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

რაც შეეხება პირბადეების მარაგს, დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი. საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მომწოდებლებმა დამატებით შემოიტანონ პირბადეები შესაბამისი ღირებულებით“, - განაცხადა მინისტრმა.