12.მარტი .2020 11:27

ტიკარაძე მორიგი სპეც. რეისის დანიშვნაზე: თუ იქნება ადამიანთა რაოდენობა, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას

views 401
უკან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ იქნება მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა, მთავრობა მორიგი სპეც. რეისის დანიშვნის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას. 

"ამ ეტაპზე იტალიიდან დამატებითი სპეც. რეისის საკითხი არ განხილულა, ვინაიდან ჩვენ საელჩოს აქვს კომუნიკაცია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან, რომელიც იმყოფება იტალიაში. პაციენტი, რომელიც არის გამოწერილი, დღეის მდგომარეობით იმყოფება თვითიზოლაციაში, ანუ კარანტინში და იტალიელი ექიმები კვლავ აგრძელებენ მის მონიტორინგს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მისი მდგომარეობა არის სტაბილური. შესაბამისად, მისი მგზავრობა მეტად უფრო რისკის შემცველი არის, ვიდრე მისი სახლში დატოვება.

ჩვენი საელჩო მასაც დაეხმარება ადგილზე მკურნალობაში. თუ ასეთი ადამიანების რაოდენობა იქნება დიდი, საქართველოს მთავრობა იზრუნებს და მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, თუმცა ამაზე ჯერ არ გვიმსჯელია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.