მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე სწრაფი ტესტების მარაგებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

5e8da8ee1fa0d
ინგა მურუსიძე
08.04.20 14:55
758
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სწრაფი ტესტების მარაგებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

„ჩვენ ამ ეტაპისთვის ადგილზე გვაქვს 2000 PCR ტესტი, დამატებით 10 000 ტესტი და გზაში არის 18 ათასი ტესტი. საერთო შეკვეთის რაოდენობა არის 84 ათასი. სწრაფი ტესტებს რაც შეეხება, ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები საქართველოში არის 4 000 და გზაში არის 20 000.

გაფორმებული ხელშეკრულებებით ველოდებით სულ 24 ათასს. ის სწრაფი ტესტები, რომელსაც მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ. მათი რაოდენობა ქვეყანაში არის 2000, 52 ათასი არის გზაში. მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლი დაადასტურებს, რომ აღნიშნული ტესტები არის ეფექტური, გვაქვს გეგმაში, რომ 200 ათასი ტესტი შემოვიტანოთ ქვეყანაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.