მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძემ დღეს საბჭოზე ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა - ღიბრაძე

6076c0bfea489
ინგა მურუსიძე
14.04.21 14:18
425
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძეს განაცხადა, გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რომელი ასაკობრივი ჯგუფები დაემატება ვაქცინაციის პროცესს, რაზეც ღიბრაძემ ასე უპასუხა: „ასაკობრივი ჯგუფები არის განსაზღვრული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებით. გეგმის მიხედვით, ასაკობრივი ჯგუფები გაფართოვდება“.