მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძესთან შეხვედრა და 520-ე დადგენილების შეჩერება - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადება

5de6a5d1b4909
BM.GE
03.12.19 22:09
2811
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, სადაც ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას, მანამდე კი 520 დადგენილების შეჩერებას ითხოვს. Bm.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"3 დეკემბერს გაიმართა გაერთიანების სხდომა, რომელმაც საქართველოს მთავრობის №520 დადგენილებასთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი განცხადება:

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილების ამოქმედების გამო, ჯანდაცვის სფეროში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია დადგენილების კორექტირებამდე მოხდეს მისი მოქმედების შეჩერება. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში ის ფისკალური ეფექტი, რაზეც გათვლილია ეს დადგენილება აშკარად არათანაზომიერია იმ გამოუსწორებელ ზიანთან, რაც შეიძლება მიადგეს ჩვენ ქვეყანაში გარკვეული დარგების (განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურის) არსებობას.

ამ მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაუყოვნებლად მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან, რათა კონსტრუქციულ რეჟიმში მოხდეს პრობლემური საკითხების გადაწყვეტა", - წერია განცხადებაში.