10.აგვისტო .2020 12:38

ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო, რეგულაციები ამოქმედდება

views 1101
უკან

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება.

"რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები ჩვენ არ გვაძლევს იმის საფუძველს რომ გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სვანეთში მობილიზებულია გადაუდებელი დახმარების და ეპიდემიოლოგიური სამსახურები:

„ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს. ამ შეხვედრის შემდეგ მე მაქვს კონკრეტული შეხვედრა საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედებების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 17 სვანეთის რეგიონში. საერთო ჯამში საქართველოში ვირუსის 1250 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 1010 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა