მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტიკარაძის რეფორმის" გამო, გულის რიტმის ასოციაცია გახარიას ღია წერილით მიმართავს

5dde30821120c
თელარა გელანტია
27.11.19 12:13
6662
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.  ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ ეცადაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა და ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა, დარგს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს.
„უკვე მივმართეთ პრემიერს ღია წერილით, რადგან აქ საუბარი არაა მხოლოდ თანხების შემცირებაზე. აქ საუბარია დარგის მოსპობაზე. არ შემეშინდება თქმა - დარგის განადგურებაზე. პაციენტებს სერვისებს ვეღარ მივაწვდით, ამიტომ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიქმნას კომისია, სამუშაო ჯგუფი“, - აცხადებს კახაბერ ეცადაშვილი.

მისივე თქმით, 21 ნოემბრიდან ანუ იმ დღიდან, როცა 520-ე დადგენილება ამოქმედდა, გულის კლინიკა წაგებაზე მუშაობს.

„ჩვენი დარგისთვის მოწოდებული, დადგენილი ფასები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე - თვითღირებულება იმ აგრეგატების, რომელიც ჩვენ უნდა ჩავაყენოთ, რითაც პაციენტებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ვეხმარებით. ესაა შეუსაბამო. აქ საუბარი არაა კლინიკების მოგებაზე ან ექიმების ხელფასებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვერ ჩავუყენებთ იმ აპარატებს და როდესაც ასეთ, შედარებით მარტივად დასათვლელ პოზიციებზე არის ამდენი შეუსაბამობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთოდ როგორ იქნა გამოყვანილი ხარჯები და განფასებები ისეთ დარგებში, როგორიც მაგალითად კარდიოქირურგიაა ან სარქვლების ოპერაცია ინტერვენციული კარდიოქიურგია.

კლინიკა, ჯერჯერობით, მუშაობს წაგებაზე; როცა პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. ყველა რესურსი ამოწურვადია, მათ შორის კლინიკის რესურსი და საბოლოოდ, ჩვენი დარგი ალბათ დაიხურება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს ეს დადგენილება. ასევე, განემატოს მოსახლეობას, რომ ჩვენი პროტესტი ჩვენი მოგების და ჯიბის გასქელების გამო არაა გამოწვეული, არამედ ესაა მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის წარმოქმნილი პროტესტი. დავსხდეთ, განვიხილოთ დარგობრივ ასოციაციებთან, ექიმებთან, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად ეს თემა და შევიმუშაოთ ახალი ტარიფები“, - აცხადებს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი.