მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრის შერჩევის პროცესში ჩართული არ არის

61c42c51a227a
ინგა მურუსიძე
23.12.21 12:13
425

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეცვლის მას მინისტრის თანამდებობაზე, რადგან შერჩევის პროცესში ის არ მონაწილეობს.

ასე უპასუხა ტიკარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვას. გარდა ამისა, ტიკარაძემ თავი აარიდა ეპასუხა კითხვებზე, შესაძლოა თუ არა ის პრემიერის პოსტზე ვიხილოთ, ან რატომ არ ესწრებოდა უწყებათშორისი საბჭოს სხდომას, რომელიც გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეგახსენებთ: ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს, თუმცა თვის ბოლომდე თავის გუნდთან ერთად მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

როგორც ცნობილია, ეკატერინე ტიკარაძე საქმიანობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.