10.აგვისტო .2020 15:06

ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთათვის მობილიზებულია რუხის საავადმყოფო

views 501
უკან

უკვე მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც შესაძლებელია ყველა შესაძლო პაციენტის განთავსება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სვანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების გამო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით რესურსად იქნება გამოყოფილი როგორც აჭარის, ასევე ქუთაისის და თბილისის საავადმყოფოები.

„თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები იყო დაწყებული საკმაოდ დროულად, ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ პაციენტების ძალიან მაღალი რიცხვი იქნება. აქედან გამომდინარე არის ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეების კვლავ აქტიური ჩართულობა იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგების და სასწრაფო გადაუდებელი ცენტრის მხრიდან მოხდეს ოპერატიულად ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა