მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ი აპლიკაციას "მშობლების კონტროლის" სერვისს ამატებს

5e4e5276e7f71
ნათია თაქთაქიშვილი
21.02.20 00:31
1088
თინეიჯერების საყვარელი აპლიკაცია TikTok-ი „მშობლების კონტროლის“ სერვისს ამატებს. სისტემა მშობლებს მისცემს საშუალებას გააკონტროლონ როგორ იყენებენ მათი შვილები აღნიშნულ აპლიკაციას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, Family Safety Mode-ის მეშვეობით მშობელები შეძლებენ მართონ ბავშვების აქტივობა და მათ მიერ დახარჯული დრო აპლიკაციაზე. ეს რეჟიმი უკვე მოქმედია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

კომპანია ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს ინფორმაციას აპირებს თუ არა აღნიშნული სერვისის შეთავაზებას აშშ-სთვის ან სხვა რეგიონებისთვის.

მშობლებს შეუძლიათ ბავშვებს დაუწესონ 40, 60 ან 90-წუთიანი დროის ლიმიტი დღის განმავლობაში. მშობლებს ასევე შეუძლიათ შეუზღუდონ ან გამოურთონ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სერვისი.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ი აპლიკაციის შეზღუდულ მონაცემებს სთავაზობს 13 წლის ქვემოთ მყოფ ასაკობრივ ჯგუფებს. ძირითადად აპლიკაციის მომხმარებელთა ასაკი 16-იდან 24 წლით განისაზღვრება.