მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ი ჩინეთის მთავრობისგან დისტანცირებას გეგმავს

5f0849527b553
ნათია თაქთაქიშვილი
10.07.20 22:00
1149
სოციალური პლატფორმა TikTok-ი ჩინეთის მთავრობისგან დისტანცირებას გეგმავს, აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-მა პლატფორმას პეკინის მთავრობის პროპაგანდის იარაღი უწოდა და განაცხადა, რომ TikTok-ს ჩინეთის მთავრობა ხალხის სათვალთვალოდ იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, TikTok-ი კორპორატიული ცვლილებების გატარებას გეგმავს და ასევე სოციალური პლატფორმის მფლობელი კომპანია ByteDance ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი სათაო ოფისის პროექტს განიხილავს.

TikTok-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა CNN-ს დაუდასტურა, რომ პლატფორმის დედა-კომპანია მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს.

„ByteDance განიხილავს კორპორატიული სტრუქტურის ცვლილებას. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის უსაფრთხოება და მათი პირადი ინფორმაციის ანონიმურობა. ჩვენ ვქმნით პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს მილიონობით ახალგაზრდა ადამიანის კრეატიულობას მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა TikTok-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ჩინური სოციალური მედიის პროგრამების, მათ შორის პოპულარული აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხლავს. მისივე თქმით, ეს პროგრამები მომხმარებლებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადმოწერონ, თუ სურთ, რომ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.