აპლიკაცია TikTok-მა ბოლო პერიოდში მომხმარებელთა დახმარების არაერთი სერვისის ჩაშვება დააანონსა, რომლებიც სოციალური ქსელის მომხმარებლების ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მომართული. სიახლე, Wall Street Journal–ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ სოციალური ქსელი "ინსტაგრამი" მოზარდი გოგონებისთვის საფრთხის შემცველია. TikTok–ის ახალი სერვისი გულისხმობს ისეთი კონტენტის შექმნასა და გაერთიანებას, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ასევე მაქსიმალურად დაიბლოკება სახიფათო შინაარსის შემცველი ვიდეოები. მაგალითად, ბულინგის პრევენციის კუთხით ადამიანებს შეეძლებათ საჭირო ინფორმაციის მიღება, მხარდაჭერის გამოხატვა და ყველაფერი, რაც მათ რთულ პერიოდში დაეხმარებათ.
პლატფორმა აანონსებს პირდაპირ ჩართვებსაც და გადაცემის სერიებს, რომლებიც სრულად ფსიქოლოგიურ საუბრებს დაეთმობა პროფესიონალებთან ერთად.
მენტალურ პრობლემებთან გამკლავება განსაკუთრებით მოზარდებში, პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა. მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობების კლებამ და ცვლილებებმა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ბავშვებში არსებული დეპრესიისა და შფოთვის ხარისხი ამ დროისთვის გაორმაგებულია. მსოფლიოში ყოველი 4-დან 1 მოზარდი დეპრესიის, ხოლო 5-დან 1 შფოთვის სიმპტომებს განიცდის. ამის მიზეზი კი სოციალურ ქსელებში დახარჯული დროის ზრდა და რეალური სივრცისგან მოწყვეტაა.
ამიტომაც გააქტიურდნენ სოციალური ქსელები, რომ ახალგაზრდებისთვის მეტად სასარგებლო პლატფორმად გადაიქცნენ, ვიდრე გასართობად და ამ პროცესებში TikTok-ი ერთ-ერთი პიონერია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბნელი მხარეები მის უკანაც იმალება, რაც ყველაზე ხშირად ბულინგსა და აგრესიული შინაარსის მესიჯების გავრცელებას უკავშირდება. თუმცა როგორც აპლიკაციის წარმომადგენლები ამბობენ, ნეგატიური კონტენტის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება და პირიქით მხარდამჭერი და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული ვიდეოების გაზიარება წახალისდება.
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ