მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ის აპლიკაცია პირველ კვარტალში 33 მილიონჯერ გადმოწერეს

5ec3c91695d79
ნათია თაქთაქიშვილი
19.05.20 19:25
1709
აპლიკაცია TikTok-ი App Store-ში უკვე მეხუთე კვარტალია ლიდერის პოზიციას არ თმობს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

აპლიკაცია პირველ კვარტალში 33 მილიონზე მეტჯერ გადმოწერეს. ხუთეულში TikTok-ს მოჰყვება YouTube, Instagram, WhatsApp და Messenger.

პირველი კვარტლის მონაცემებით, TikTok Android პლატფორმაზე WhatsApp-ისა და Messenger-ის შემდეგ მე-3 პოზიციაზეა.

2018 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ პოპულარული მუსიკალურ აპლიკაცია Musical.ly-ს სახელი შეეცვალა და TikTok-ი ეწოდა.

2017 წლის ნოემბერში აპლიკაცია ჩინურმა ByteDance-მ 1 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა.