მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ის მოგება $5,6 მილიარდამდე გაიზარდა

5eeb15aeae9bb
ნათია თაქთაქიშვილი
18.06.20 11:10
950
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინური კომპანია ByteDance-ის მოგება, რომელიც აპლიკაცია TikTok-ის მფლობელია 130%-ით გაიზარდა და 5,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

კომპანია წელს ჯამური მოგების 200 მილიარდ იუანამდე ზრდას გეგმავს, რაც მთავარი კონკურენტის Tencent-ის მოგების მოცულობის ნახევარია.

გამოცემის ინფორმაციით, მკვეთრად გაზრდილი შემოსავლის მიზეზი, ByteDance-ის სხვადასხვა აპლიკაციაზე გაზრდილი მოთხოვნა და ამ გზით რეკლამის მოცულობის ზრდა გახდა.

კომპანიის მიერ გამოშვებული რამდენიმე აპლიკაცია ახალი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობდა. ჯერ კიდევ იანვარში, ჩინეთში 10 ყველაზე პოპულარული აპლიკაციიდან 6 სწორედ ByteDance-ის მიერ იყო შექმნილი.