მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ის მფლობელი კომპანიის შემოსავლები გასულ წელს 111%-ით გაიზარდა

60ccb44b9d797
ნათია თაქთაქიშვილი
18.06.21 22:21
734
TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ის შემოსავლები გასულ წელს 111%-ით გაიზარდა და 34.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 93%-ით მოიმატა და 19 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შემოსავლების თითქმის გაორმაგებული ზრდა, რომელიც 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირდა, TikTok-ის პლატფორმის მზარდ პოპულარობაზე მიანიშნებს.

ByteDance-ის განცხადებით, აპლიკაცია TikTok-ს თვეში დაახლოებით 1.9 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, რაც სოციალური პლატფორმისთვის კარგი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მისი წინამორბედის დონალდ ტრამპის ბრძანება გააუქმა, რომელიც აშშ-ში ჩინური სოციალური აპლიკაციების TikTok-ის და WeChat-ის აკრძალვას გულისხმობდა.

თუმცა, ბაიდენის თქმით, თუ აღნიშნულ აპლიკაციებს აშშ-ს ბაზარზე დარჩენა სურთ, მათ უნდა გაამკაცრონ რეგულაციები, რომელიც მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს.