მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok– ის მფლობელს ბიზნესის გაყიდვისთვის კიდევ ერთი კვირა აქვს

5fc3a85205f4d
თათია კაკიაშვილი
29.11.20 19:06
1089
TikTok-ს დედლაინი, რომ დაესრულებინა ამერიკული ბიზნესის გაყიდვა, ერთ თვეში უკვე მეორეჯერ გაუგრძელდა. ინფორმაციას CNN Business ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გასულ ოთხშაბათს ტრამპის ადმინისტრაციამ მოკლე ფორმატის ვიდეოების აპლიკაციის ჩინურ მფლობელს, ByteDance-ს ეს ვადა 4 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა, რათა დაესრულებინა Oracle- სა და Walmart- ის მიერ შეთავაზებული გარიგების დადება.

TikTok-ს, რომელსაც 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს შეერთებულ შტატებში, ტრამპმა გადაწყვეტილების მისაღებად თავდაპირველი ვადა 12 ნოემბრამდე მისცა, თუმცა ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში არ იყო ნათქვამი, რომ TikTok ქვეყანაში აიკრძალებოდა ვადის ამოწურვის შემთხვევაში; ფაქტობრივად, ვადის გასვლას არანაირი შედეგი მოჰყოლია.

აშშ-ის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ტრამპმა TikTok- ს შეაფასა, როგორც საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისათვის, თუმცა ეს პრეტენზია კომპანიამ უარყო. ამას გარდა, ტრამპმა აგვისტოში განაცხადა, რომ TikTok-თან ნებისმიერი სახის საქმიანი ურთიერთობა უკანონოდ ჩაითვლებოდა.

განცხადებას მოჰყვა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ბრძანება - სექტემბერში აპლიკაციის ჩამოტვირთვა ოფიციალურად აიკრძალა. სააგენტოში, ასევე, განაცხადეს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში ინტერნეტ კომპანიებს TikTok– ის ტრეფიკის ტარება ეკრძალებათ.

მოგვიანებით, ფედერალურმა მოსამართლეებმა ეს ორივე ბრძანება დროებით დაბლოკეს მას შემდეგ, რაც TikTok– ის ადმინისტრაციამ ცალკეული საქმეები გაასაჩივრა.

ამ დროისთვის, მომდევნო პარასკევამდე, TikTok მომხმარებლებს კვლავ ექნებათ აპლიკაციაზე წვდომა, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციის აკრძალვა შეჩერებულია დავის გამო.