28.აგვისტო .2020 13:30

TikTok-ის შეძენით Microsoft-თან ერთად Walmart-იც დინტერესდა

views 324
უკან

მსოფლიოში პოპულარული ვიდეო აპლიკაცია TikTok-ის შეძენით, Microsoft-თან ერთად Walmart-იც დინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საცალო გაყდვების გიგანტი კომპანია Walmart-ი აპლიკაციის შეძენის სურვლის TikTok-ში ინტეგრირებული ელექტრონული სავაჭრო და სარეკლამო პლატფორმით ხსნის, რაც კომპანიას მომხმარებლებთან წვდომას გაუმარტივებს.

„ჩვენ გვწამს, რომ TikTok-თან პოტენციური პარტნიორობით შევძლებთ მომხმრებელთა რაოდენობის გაზრდას ეგრეთ წოდებულ „მესამე მხარის ბაზრებზე“ და გავაფართოვებთ სარეკლამო ბიზნესს. ჩვენ გვჯერა, რომ Microsoft-თან თანამშრომლობით გავამართლებთ TikTok-ის მომხმარებელთა მოლოდინებს და ასევე აშშ-ს მთავრობის მარეგულირებელბის იმედებს“, აღნიშნულია Walmart-ის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ TikTok-ს აშშ-ში დაახლოებით 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაციის სავარაუდო გასაყიდი ფასი კი 40-50 მილიარდი აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა