მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok მოზარდების პერსონალური მონაცემების შეგროვების გამო $5.7 მილიონით დაჯარიმდა

5eafdf8cb02d7
ნათია თაქთაქიშვილი
04.05.20 13:22
1836
მსოფლიოში პოპულარული ჩინური სოციალური ქსელი TikTok 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში $5.7 მილიონით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანია უკვე დათანხმდა ჯარიმის გადახდას. საუბარია Musical.ly-ს წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებაზე. Musical.ly ჩინურმა კომპანიამ Bytedance-მა 2017 წელს იყიდა და TikTok-ს შეუერთა.

ჯარიმის დაკისრებამდე აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც თქვა, რომ ბავშვთა პირადი მონაცემების შეგროვების გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ TikTok ისეთ ინფორმაციას ინახავდა, როგორიცაა, ბავშვების სახელები, მათი ელექტრონული მისამართები და ადგილმდებარეობა.

TikTok ამჟამადაც ეკუთვნის ჩინურ კომპანია Bytedance-ს და მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს.

სხვადასხვა მონაცემის თანახმად, TikTok-ზე, დაახლოებით, 800 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, სადაც ადამიანებს მოკლე ვიდეოების გადაღება/გაზიარება შეუძლიათ.