მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ს $92 მილიონის გადახდა მოუწევს მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვისთვის

6038e928f3da0
ნათია თაქთაქიშვილი
26.02.21 21:51
843
პლატფორმა TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ი თანახმაა 92 მილიონი დოლარი გადაიხადოს იმ სარჩელების დასაკმაყოფილებლად, რომლებშიც კომპანიას მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვას და კონფიდენციალურობის დარღვევას ედავებიან.

”პირველ რიგში, TikTok-ი მზად არის უზრუნველყოს იმ მომხმარებლების კომპენსაცია, რომლებიც კონფიდენციალურობის დარღვევის გამო დაზარალდნენ. ამ ნაბიჯით სოციალურ მედიას უნდა გამოხატოს პატივისცემა მისი მომხმარებლების კონფიდენციალურობისადმი, რომელიც შეიძლება კომპანიისგან დამოუკიდებლად და დაფარულად დაირღვა“, - განაცხადა კატრინა კეროლმა, TikTok ერთ-ერთმა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ TikTok-ის წინააღმდეგ სასამართლო დავების სერია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრძანება გამოსცა, რომელიც აშშ-ში TikTok-ს და WeChat-ს კრძალავდა, თუ კომპანიები ჩინურ მფლობელების ხელში დარჩებოდნენ. ტრამპს მიაჩნდა, რომ ჩინური აპლიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებდა, რადგან აპლიკაცია მომხმარებლების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა.