მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიმ კუკი: Apple-ის პირველი მაღაზია ინდოეთში 2021 წელს გაიხსნება

5e57b7aceb691
ნათია თაქთაქიშვილი
27.02.20 22:25
945

Apple-ის მთავარმა აღმასრულებლმა დირექტორმა განცხადა, რომ კომპანია პირველ ოფიციალურ მაღაზიას ინდოეთში 2021 წელს გახსნის. ამის შესახებ ინფომაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ახალი მაღაზიის გასახსენლად Apple-ს სპეციალური თანხმობა სჭირდება ინდოეთის მთავრობისგან. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ქვეყნის მთავრობამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა უცხოური ბრენდების ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლაზე.

ამჟამად მსოფლიოში ცნობილი სმარტფონების მწარმოებელი კომპანია, ინდოეთში პროდუქტს მესამე პირის საშუალებით ყიდის და გაყიდვების რაოდენობით ჩამორჩება თავის კონკურენტ კომპანიებს Samsung-ს და Huawei-ს.

როგორც ტიმ კუკი აცხადებს, ჩინეთში შემცირებული გაყიდვების ფონზე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის აფეთქებასთან, კომპანია უნდა დაუპირისპირდეს ახალი ბაზრების ათვისებით და გაყიდვების გაზრდით, რისი კარგი მაგალითიც ინდოეთია.