09.მარტი .2020 11:46

ტიმ კუკი Apple-ის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობას ურჩევს

views 269
უკან

Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი მსოფლიოს მასშტაბით ყველა თანამშრომელს სთავაზობს, კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო სახლიდან იმუშაონ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

რამდენიმე გლობალური ოფისის, მათ შორის კალიფორნიის, სიეტლის სამხრეთ კორეის, იაპონიის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ბრიტანეთის თანამშრომლებს, გასულ კვირასაც განუცხადეს, რომ სახლიდან ემუშავათ, თუმცა კომპანიამ სახლიდან მუშაობის პერიოდი ისევ გაახანგრძლივა - 9 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით.

”ამ კვირის განმავლობაში, შეგიძლიათ თავისუფლად განაგრძოთ მუშაობა დისტანციურად, თუ თქვენი სამუშაო საშუალებას იძლევა”, - განაცხადა Apple-ის პრეს-სპიკერმა.

გარდა ამისა, Apple ახორციელებს ღრმა წმენდის პროცედურებს საოფისე სივრცეების სანიტარიზაციის თვალსაზრისით და იცავენ სიფრთხილის უმაღლეს ზომებს იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურში მისვლა მაინც უწევთ.