მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TIME-მა 2019 წლის ადამიანად გრეტა თუნბერგი დაასახელა

5df12c221c066
BM.GE
11.12.19 21:45
1529
ჟურნალმა TIME-მა 2019 წლის ადამიანად შვედი კლიმატის აქტივისტი გრეტა თუნბერგი დაასახელა. თუნბერგი, რომელიც იანვარში 17 წლის გახდება, დაახლოებით ერთი წელია აქტიურად აპროტესტებს კლიმატის ცვლილებებს და მსოფლიო ლიდერებს და მთავრობებს საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა გლობალური დათბობა შეჩერდეს.

გრეტა თუნბერგის პარასკევობით საპროტესტო გამოსვლებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქალაქში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები აიყოლია.

გრეტა თუნბერგმა შეძლო მსოფლიო ლიდერების და საზოგადოების ყურადღების კლიმატური ცვლილებებისადმი მიპყრობა.