მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიმოშენკო: პოლიტიკური რეპრესიების გამო $5,5 მლნ-ის კომპენსაცია მივიღე

5eb17696bfd28
ნათია თაქთაქიშვილი
05.05.20 18:45
987

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მან 5,5 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღო იმ პოლიტიკური რეპრესიების გამო, რაც  2011-2014 წლებში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა. ამის შესახებ ინფრომაციას rtvi.com-ი ავრცელებს.

იულია ტიმოშენკოს მიერ წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, თანხების წყაროდ მითითებულია კომპანია Reid, Collins&Tsai LPP, რომელიც ტეხასშია რეგისტრირებული.

ცნობისათვის, იულია ტიმოშენკო 2011 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში სცნეს დამნაშავედ. მას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა. საქმე ეხებოდა 2009 წელს რუსეთთან გაზის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებას. ტიმოშენკოს მაშინ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და დააკისრეს 1,5 მლნ გრივნის გადახდა "ნაფტოგაზისთვის".

ციხიდან ტიმოშენკო მხოლოდ 2014 წელს, ევრომაიდნის მოვლენების და იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ გამოვიდა.