"ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი, თინათინ სტამბოლიშვილი სტუდენტებს მიმართავს და მოუწოდებს, გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი გააპროტესტონ. სტამბოლიშვილი მის სტუდენტებს პარლამენტთან გამოსვლისკენ მოუწოდებს.
"ყველა ჩემს სტუდენტს მივმართავ, თქვენი ენერგიაა საჭირო, რომ წინა თაობის პოლიტიკოსებს უთხრათ - არ გსურთ რუსეთის ყაიდის ქვეყანა! არ გსურთ "აგენტებად" შერაცხვის რისკი დაგიდგეთ! არ გსურთ გაცვლითი პროგრამები ნოვოსიბირსკის ან ასტრახანის უნივერსიტეტებში! არ გსურთ არდადეგებზე წასვლა მხოლოდ ულან-უდეს კურორტებზე! არ გსურთ ცენზურა ლიტერატურაზე, მუსიკაზე და პოეზიაზე! არ გსურთ უმცირესობებს პიდარასტები გეძახონ, დაგჩაგრონ და შეგავიწროონ! არ გსურთ შშმ პირები სახლებში გამოკეტონ! არ გსურთ ტვინი გამოგირეცხონ და გითხრან ესაა ჭეშმარიტებაო! არ გსურთ რუსულ ომებში ჯარისკაცებად წასვლა, როგორც მიჰყავთ აფხაზეთიდან, ოსეთიდან, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან!
გაიღვიძეთ რა! გამოდით და გადააშენეთ ეს დინოზავრები!
არა რუსულ კანონს! პარლამენტთან!", - წერს სტამბოლიშვილი.
ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.
კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.
კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები უკვე განიხილეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე და პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარიც დაუჭირეს. განხილვას ხმაური მოყვა პარლამენტში. ადგილზე მივიდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, იყო სტვენა და შეძახილები, თუმცა "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატებმა კანონპროექტები პირველი მოსმენით მაინც მიიღეს.
ფოტო: Forbeswoman
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი