მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თინათინ სტამბოლიშვილი: სასურველია, არასამთავრობოებსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა გააქტიურდეს

6005c095e6535
ნუცა ბაზლიძე
14.01.21 16:00
564
სადაზღვევო კომპანია „ჯიპია ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის თანამშრომლობის ასპექტებს შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, სასურველია, გააქტიურება. მისი თქმით, კოლაბორაცია ორივე მხარისთვის შეიძლება იყოს სასარგებლო, მათ შორის, ცნობადობის ზრდის თვალსაზრისით.

„საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები, ჯერჯერობით, უფრო მეტად საერთაშორისო დონორების ფინანსურ რესურსებზე არიან დამოკიდებული“, - განმარტავს თინათინ სტამბოლიშვილი.

მისივე თქმით, უშუალოდ „ჯიპია ჰოლდინგი“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხშირად თანამშრომლობს. მათ შორის, მან გამოყო 2019 წელს, დასაქმების ფორუმზე გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან კოლაბორაცია, რის შედეგადაც, მისი განმარტებით, რამდენიმე ადამიანი დასაქმდა.

ასევე, თინათინ სტამბოლიშვილმა განიხილა თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, სადაც მისი განმარტებით, ინტერესთა თანხვედრა უსაფრთხოების ასპექტს ითვალისწინებდა.