მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით ქუჩაში მოსეირნეს - გიორგი გახარია

5f2bb806e5c0c
ინგა მურუსიძე
06.08.20 12:00
926
თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით ქუჩაში მოსეირნეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგ გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პირდაპირი ფრენები გაიხსნა ამა თუ იმ მიმართულებით, თუმცა ეს ზღვაში წვეთია.

„ჩვენ ვემზადებოდით იმისთვის, რომ გავხსნიდით საზღვრებს და ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორს - ტურიზმს ავამუშავებდით. ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის უდიდესი. ეს იყო ძირითადი გათვლა და იმედი გვქონდა, რომ ივნისში თუ არა, ივლისის თვეში ტურიზმს გავხსნიდით და შემოსავლები ნელ-ნელა გაიზრდებოდა. ეს კი თავისთავად შეეხებიდა ტურიზმში დასაქმებულ უამრავ ადამიანს, რესტორნებს, სოფლის მეურნეობას და ა.შ.

დღეს კი ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მიუნხენთან, პარიზთან, ვენასთან - ეს არის ზღვაში წვეთი. თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით ქუჩაში მოსეირნეს. ამასს ერთვის ის, რა ხდება გლობალურ ეკონომიკაში. არავინ ფიქრობს, რომ გლობალურ ეკონომიკაში ვინმე გამოსავალას იპოვის წლის ბოლომდე, ან თუნდაც მომავალი წლისთვის. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, შევდივართ გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში, ამიტომ მთავრობის პასუხისმგებლობა არის დაეხმაროს მოქალაქეებს იმისთვის, რომ სოციალურად შედარებით შევინარჩუნოთ ის მინიმუმი, რომელსაც ეს ოჯახები შეჩვეულები არიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ: გუშინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სიხარულით გამოაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში ტურისტები გამოჩნდნენ.

„სიხარულით ვამბობ, რომ ქუჩაში უკვე გამოჩნდნენ უცხოელი ტურისტები. საქართველოში ჩამოფრენილი ავიარეისების მგზავრების ¾-ს საქართველოს დათვალიერების მსურველი ტურისტები შეადგენენ”, - განაცხადა თურნავამ.