მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“ - მთავრობა covid-ზე sms-ებს აგზავნის

5f820b8eae120
თელარა გელანტია
10.10.20 23:59
950
"თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია“, - ამ შინაარსის sms-შეტყობინებას საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს უგზავნის.

მთავრობა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ვირუსთან ბრძოლის, ადაპტაციის და მართვის ეტაპზე Covid-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს, ორგანიზაციების და მოქალაქეების როლის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სპეციალურ ვებ-გვერდზე www.stopcov.ge .

შეგახსენებთ, რომ არაა გამორიცხული 12 სექტემბერს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღოს. მიზეზი covid-19-ის გაზრდილი შემთხვევებია.

ცნობისთვის: 10 ოქტომბერს covid-19-მა საქართველოში 6 მოქალაქე იმსხვერპლა, სულ ვირუსისგან 78 პაციენტია გარდაცვლილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ის 5,048 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 11 271 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 519 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 253-ით 6,119-მდე გაიზარდა.