კასპის საკონსერვო კომბინატ TMT-ის პროდუქცია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2020 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა, პანდემიის პერიოდში 15%-20%-ით გაძვირდა. BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის მმართველი პარტნიორი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ Covid-19-ის გავლენით საწარმო არაერთი სირთულის წინაშე დადგა.
„პანდემიამ წარმოებაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდი იმ დროს დაემთხვა, როდესაც სხვადასხვა ბოსტნეულის თუ ხილის მოსავლიანობა იყო, რამაც პრობლემები შექმნა, რადგან მაგალითისთვის, ადამიანები ვერ მიდიოდნენ ჯონჯოლის და ეკალას მოსაგროვებლად და ჩვენ ამის გამო, ფაქტობრივად, მოთხოვნა ვერ დავიკმაყოფილეთ, რადგან გასული წლებიდან გამომდინარე, ვიცოდით, რომ ნედლეულზე მოთხოვნა გაცილებით დიდი იყო“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ლარის გაუფასურებამ მწარმოებელი იძულებული გახადა, პროდუქტი გაეძვირებინათ.
„წარმოებაში შაქარი, მარილი, ქილა, ხუფი - ყველაფერი იმპორტირებულია, შესაბამისად, ლარის გაუფასურებამ ამ მხრივ ძალიან იმოქმედა, რაც პროდუქციის ფასზე აისახა. ჩვენს პროდუქტზე ფასები 15-20%-ით გავზარდეთ, რადგან ყველაფერი გაძვირდა, მატერიალური დანახარჯებიც გაიზარდა. ძნელია, ქართველ მომხმარებელს ბოსტნეულის კონსერვს რომ 5 ლარად მიჰყიდი, მაგრამ სხვა გამოსავლი არ გვაქვს. მწარმოებელს ფასის მომატება არ უხარია, მას უხარია გაყიდვა და შესაბამისი მოგების მიღება, გაზრდილი ფასი კი ნიშნავს შემცირებულ რეალიზაციას ყველა სფეროში“, - ამბობს მეწარმე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა