მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TNS-ის გამოკითხვის მიხედვით, ბრიტანელების 38% ევროკავშირიდან გამოსვლას უჭერს მხარს

57179d5392123
BM.GE
20.04.16 19:16
1257
დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დაახლოებით 38% უჭერს მხარს ევროკავშირიდან გამოსვლას, 34% კი მიიჩნევს რომ უმჯობესია ქვეყანა ევროკავშირის წევრად დარჩეს, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი TNS-ის გამოკითხვაზე დაყრნობით ავრცელებს.
 
ინტერნეტ გამოკითხვა 12-14 აპრილს ჩატარდა, რომელმაც აჩვენა რომ, გამოკითხულ ბრიტანელთა 28%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით 23 ივნისს გაიმართება.