მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს €14 მლრდ-ის გამოყენების შანსი წაერთვა - გრძნობთ პასუხისმგებლობას?“ - დეპუტატი პრემიერს

62b323b86913d
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.22 19:00
2378
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის არმიღებით, ფინანსურ ხელშეწყობაზე წვდომა დაკარგა. ეს კითხვა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენისას დასვა.

„ამ წლის 11 ივნისს თქვენ აღნიშნეთ, რომ კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლურია და ზუსტად ერთი კვირის თავზე არათუ კანდიდატის სტატუსი, არამედ მიღებული ევროპული პერსპექტივის ერთი საფეხურით დაბალი სტატუსი ისტორიულ მონაპოვრად გამოაცხადეთ, მაინტერესებს რა ფერისცვალებასთან გვაქვს საქმე? თქვენთვის, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელისთვის - რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი ამ სახელმწიფოსთვის?

ამასთან, ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსი ნიშნავს წვდომას 14 მლრდ ევროს მოცულობის ფონდებზე და ამ ფონდების გამოყენებას ინსტიტუციური, სოფლების, რეგიონების, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რომელსაც ახლა მკაფიოდ მიიღებენ უკრაინა და მოლდოვა და ვერ მიიღებს საქართველო. გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ შესაძლებლობების, გამოყენების შანსი ჩვენს მოქალაქეებს ფაქტობრივად წაერთვათ?“ - მიმართა ლილუაშვილმა პრემიერს.