12.მარტი .2020 13:17

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი გზა მოწესრიგდება

views 563
უკან

ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

გზის რეაბილიტაციის თხოვნით, ფონდს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა მიმართა.

პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მისი სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა.

ამასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ზურმუხტის ქსელის - სამეგრელო 2-ის ტერიტორიაზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების შესაბამისობის შეფასების დოკუმენტს შეისყიდის.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, 13 მლნ ლარამდეა. აქედან, წელს, საორიენტაციოდ, 4 მლნ ლარის სამუშაო შესრულდება.

პროექტი, რომელიც 14 თვის ვადაში დასრულდება, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას", – ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა