მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი დამოუკიდებლობის სკოლის პირველ შეხვედრას ლანჩხუთში გამართავს

62864be6f01f0
BM.GE
19.05.22 17:50
544
20 მაისს, 18.00 საათზე ქ. ლანჩხუთში, ცენტრალურ სკვერში გაიმართება დამოუკიდებლობის სკოლის პირველი საჯარო ლექცია, რომელიც ქართველ გმირებს - მარო მაყაშვილს, ნოე ჟორდანიას და ამბროსი ხელაიას მიეძღვნება.

ლექციებს გაუძღვებიან მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. ღონისძიება ჯგუფ Killages-ის ლაივ კონცერტით დასრულდება. პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ თიბისის ფეისბუქ გვერდზე.