„ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ ერთგულ მომხმარებლებს გადაეცემათ „ლოიალობის ბარათები“, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ დააგროვონ ქულები და შემდეგ სურვილისამებრ გამოიყენონ პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც 6 წლის იუბილეს აღნიშნავს.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ისტორია 2014 წლიდან იწყება. 6 წლის წინ კომპანიამ „ტოიოტა კავკასიისგან“ ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო და აქტიურად დაიწყო ტოიოტას ავტომობილების რეალიზაცია. იმავე წელს გაიხსნა განახლებული სერვისცენტრი, რომელიც უნიკალურია მისი მასშტაბით და გამოირჩევა მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობით.
პროექტი განხორციელდა ს.ს. „თიბისი ბანკის“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მხარდაჭერით. „თეგეტა მოტორსმა“ პროექტში 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა მოტორსის“ რიგით მე-5 შვილობილი კომპანიაა. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს. ამასთანავე კომპანიამ მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის დანერგა სერვისი - „ტოიოტა კომფორტი“. 2016 წელს კი შეიქმნა „Toyota PLUS“, რომლის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ჩააბაროს მისი კუთვნილი ნებისმიერი მარკის ავტომობილი საბაზრო ღირებულებით და სხვაობის დამატებით გაიყვანოს მისთვის სასურველი ახალი ტოიოტა.
2019 წელს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და შეიქმნა „მწვანე გზის კლუბი“, რომლის წევრებსაც წარმოადგენენ „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ შეძენილი ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი მოდელების მფლობელები. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს გარემოზე ზრუნვა.
გამორჩეული იყო 2020 წელი, როდესაც კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა როგორც სრულიად მსოფლიო, ასევე ლოკალური ბიზნეს სუბიექტები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე „ტოიოტა ცენტრი ტეგეტამ“ დანერგა სხვადასხვა ციფრული პლატფორმები, როგორებიცაა ავტომობილების ონლაინ მაღაზია და შოურუმი, ავტომობილების შეკვეთის და რეზერვაციის ონლაინ სერვისი. ასევე შეიქმნა ავტოსერვისზე ჩაწერის მობილური აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია Android-ის და IOS-ის ოპერაციული სისტემებისთვის.
2020 წლის ზაფხულიდან „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ დაზღვევას „ტოიოტა კასკოს“, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული სადაზღვევო პირობებით გამოირჩევა. ასევე შემოდგომიდან „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ ერთგულ მომხმარებლებს გადაეცემათ „ლოიალობის ბარათები“, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ დააგროვონ ქულები და შემდეგ სურვილისამებრ გამოიყენონ პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ფილოსოფიის მთავარ არსს წარმოადგენს იაპონური სიტყვა „კაიზენი“, რაც ნიშნავს მუდმივ სწრაფვას უკეთესობისკენ. კომპანია თითოეული პროექტის განხორციელებისას სწორედ ამ მიდგომით ხელმძღვანელობს“, - წერია ინფორმაციაში, რომელსაც კომპანია ავრცელებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას