მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და ფონდ „მს საქართველოს“ თანამშრომლობა დაიწყო (R)

61b1c585e2bc0
BM.GE
09.12.21 13:00
772
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" ფონდ "მს საქართველოსთან" ურთიერთანამშრომლობა დაიწყო.

როგორც BM.GE-ს კომპანიიდან აცნობეს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა ფონდი საქართველოში 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და დაავადების მკურნალობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს.

თანამშრომლობის ფარგლებში "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" ფონდს ბენეფიციარებისთვის ინჰალატორები, პულსოქსიმეტრები, სადეზინფექციო და თავდაცვის საშუალებები გადასცა.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ცდილობს იზრუნოს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებზე. ჩვენი და მს საქართველოს თანამშრომლობაც ამის ნათელი მაგალითია. სიამოვნებით დავთანხმდით მათ შეთავაზებას და მხარდაჭერის ფარგლებში პირველადი საჭიროების ნივთები გადავეცით. გვიხარია, რომ გარკვეულწილად წვლილი შევიტანეთ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების დახმარებაში,“ - განაცხადა  „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერმა, თეა მანჯავიძემ.

ფონდი "მს საქართველო" გაფანტული სკლეროზის დაავადების მქონე ათობით ადამიანს აერთიანებს და ინტენსიურად ზრუნავს მათ საჭიროებებზე. ფონდის ინიციატივით ქვეყანაში დაავადების მკურნალობის ნაწილობრივი დაფინანსება დაიწყო.